Türingiya
9
Təssuf edirik ki, anbarda yetəri qədər məhsul yoxdur :
ლავრაციდული მოქმედების ბიოლოგიური პრეპარატი, მავნებელ ხეშეშფრთიანთა რაზმის მწერების, ბუგრებისა და ტკიპების წინააღმდეგ. მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის საშუალება ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების მოსაყვანად. |
შემადგენლობა |
BACILLUS TURINGIENSIS var. TURINGIENSIS სპოროვან-კრისტალური სუსპენზია |
ტიტრი |
გამოყენება |
მავნებლები: კოლორადოს ხოჭო, თრიფსები, ბუგრები და სხვ. |
კულტურები |
თესლოვანი და კურკოვანი ხეხილი, ვაზი, ბოსტნეული, ბაღჩეული, კენკროვნები, მარცვლოვნები, მწვანილები, ტექნიკური კულტურები, ტყისა და ქალაქის მწვანე ნარგაობა და სხვ. |
დოზირება |
ხეხილი: 5-8 ლიტრი 1 ჰექტარ ფართობზე. მარცვლოვნები: 3-5 ლიტრი 1 ჰექტარ ფართობზე. კენკროვნები, ბოსტნეული, ბაღჩეული, მწვანილები და სხვა: ღია გრუნტი: 5-6 ლიტრი 1 ჰექტარ ფართობზე. სათბურები: 2-3 ლიტრი 1000 მ2 ფართობზე |
უსაფრთხოება |
არ არის ფიტოტოქსიკური. უსაფრთხოა ადამიანისთვის, ცხოველებისთვის, ფრინველებისთვის, ფუტკრებისთვის და სხვა სასარგებლო მწერებისთვის, გარემოსთვის. |
შენახვის ვადა და პირობები |
შეინახეთ t +4…+10oC გრილ და ბნელ ადგილას. შენახვის პირობების დაცვის შემთხვევაში ვარგისია დამზადებიდან 6 თვის განმავლობაში |
- Qiymət
- 9
- Görüldü
- 790
Bənzər Məhsullar
Neem yağı
მოქმედი ნივთიერება:
პრეპარატის შესახებ
ინსექტოაკარიციდული მოქმედების ბიოლოგიური საშუალება
პრეპარატს წყალში ხსნადობისთვისდამატებული აქვს საპნის ხის ნაყოფიდან გამოყოფილი ბუნებრივი საპონინები.
გამოყენება: გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო და დეკორატიულ კულტურებში, სატყეო და სასათბურე სანერგე მეურნეობებში, ფოთლოვანი შესხურებით: კოქციდების (ცრუფარიანები, ფარიანები), ბუგრების, თრიფსების, ქერცლფრთიანების (ნაყოფჭამიები, მზომელები, სფინქსები, ჩრჩილები, ალურები, ხვატრები და სხვ.), ხეშეშფრთიანების, ტკიპების, ბაღლინჯოების წინააღმდეგ.
ნიმის ზეთს გააჩნია რეპელენტური თვისებაც - მავნებელი მწერების დამაფრთხობელი.
მოქმედებს მავნებლების კვერცხზეც
გამოიყენება ფოთლების გამწმენდ საშუალებად დეკორატიულ მცენარეებში.
გააჩნია ფუნგიციდური თვისებაც.
საჭიროებს 10-14 დღეში გამეორებას.
დოზირება:
პროფილაქტიკისთვის ან სხვა პრეპარატებთან ერთად (ლეპიდინი, ტურინგენი) 0,25-0,3%-იანი სამუშაო ნაზავი (250-300 გრამი იხსნება 100 ლიტრ წყალში.
სტანდარტული დოზირება: 0,5-0,75%-იანი სამუშაო ნაზავი (500-750 გრამი 100 ლიტრ წყალში)
მაქსიმალური დოზირება: 1%-იანი სამუშაო ნაზავი (1000 გრამი ლიტრ წყალში)
გამოყენების დროს გაითვალისწინეთ:
სამუშაო ნაზავით ფოთლების ზედა და ქვედა მხარეები კარგად უნდა დამუშავდეს
როგორც სხვა ზეთოვანი პრეპარატების შემთხვევაში, გამოიყენეთ დილით ადრე ან საღამოს, რათა თავიდან აიცილოთ ფოთლის დამწვრობა
შენიშვნა:
ნიმის ზეთი სიცივეში, +15OC ტემპერატურაზე დაბლა, მყარდება, გათბობის შემდეგ უბრუნდება თხევადი ფორმა.
რეკომენდირებულია +15OC-ზე მაღალი ტემპერატურის წყალში გახსნა, ხოლო, იდეალური შედეგისთვის სასურველია +18-22OC ტემპერატურის არაქლორირებული წყალის გამოყენება.
დაშვებულია ორგანულ მეურნეობებში გამოსაყენებლად
20
lepidin
შემადგენლობა BACILLUS TURINGIENSIS var. kurstaki
ლავრაციდული მოქმედების ბიოლოგიური პრეპარატი, მავნებელ ქეცფრთიანთა რაზმის მწერების წინააღმდეგ: ამერიკული თეთრი პეპელა, ყურძნის ჭია, ვაშლის და ხეხილის ჩრჩილი, კუნელის თეთრულა, ფოთოლხვევიები; აბრეშუმხვევიები; ვაშლის ნაყოფქამია; ხურტკემლის ალურა; მოცხარის ფოთოლხვევია, მდელოს ფარვანა, კარტოფილის ჩრჩილი, პომიდორის ჩრჩილი, კომბოსტოს ხვატარი; კომბოსტოსა და სათბურის ფრთათეთრა, თალგამის თეთრულა; კომბოსტოს ჩრჩილი; ალურები; ბამბის ხვატარი, მარცვლეულის ხვატარი, იონჯას ხვატარი, მზომელები, ფოთოლხვევიები, ოქროკუდა, მწვანე ფოთოლხვევია, არაფარდი პარკხვევია, ფიჭვის აბრეშუმხვევია, ფიჭვის ხვატარი, ფიჭვის მზომელა, აგრეთვე ზაფხულ-შემოდგომის სხვა ქეცფრთიანი მავნებლები.
დაშვებულია ბიომეურნეობაში გამოსაყენებლად.
სერტიფიცირებულია კავკასსერის მიერ
9