biotidy

ნიმის ზეთი


20

აირჩიეთ :

გაზიარება:

მოქმედი ნივთიერება: 

პრეპარატის შესახებ
ინსექტოაკარიციდული მოქმედების ბიოლოგიური საშუალება
პრეპარატს წყალში ხსნადობისთვისდამატებული აქვს საპნის ხის ნაყოფიდან გამოყოფილი ბუნებრივი საპონინები.

გამოყენება: გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო და დეკორატიულ კულტურებში, სატყეო და სასათბურე სანერგე მეურნეობებში, ფოთლოვანი შესხურებით: კოქციდების (ცრუფარიანები, ფარიანები), ბუგრების, თრიფსების, ქერცლფრთიანების (ნაყოფჭამიები, მზომელები, სფინქსები, ჩრჩილები, ალურები, ხვატრები და სხვ.), ხეშეშფრთიანების,  ტკიპების, ბაღლინჯოების წინააღმდეგ.
ნიმის ზეთს გააჩნია რეპელენტური თვისებაც - მავნებელი მწერების დამაფრთხობელი.
მოქმედებს მავნებლების კვერცხზეც
გამოიყენება ფოთლების გამწმენდ საშუალებად დეკორატიულ მცენარეებში.
გააჩნია ფუნგიციდური თვისებაც.
საჭიროებს 10-14 დღეში გამეორებას.

დოზირება:
პროფილაქტიკისთვის ან სხვა პრეპარატებთან ერთად (ლეპიდინი, ტურინგენი) 0,25-0,3%-იანი სამუშაო ნაზავი (250-300 გრამი იხსნება 100 ლიტრ წყალში.
სტანდარტული დოზირება: 0,5-0,75%-იანი  სამუშაო ნაზავი (500-750 გრამი 100 ლიტრ წყალში)
მაქსიმალური დოზირება: 1%-იანი სამუშაო ნაზავი (1000 გრამი ლიტრ წყალში)

გამოყენების დროს გაითვალისწინეთ:

  • სამუშაო ნაზავით ფოთლების ზედა და ქვედა მხარეები კარგად უნდა დამუშავდეს
  • როგორც სხვა ზეთოვანი პრეპარატების შემთხვევაში, გამოიყენეთ დილით ადრე ან საღამოს, რათა თავიდან აიცილოთ ფოთლის დამწვრობა

შენიშვნა:
ნიმის ზეთი სიცივეში, +15OC ტემპერატურაზე დაბლა, მყარდება, გათბობის შემდეგ უბრუნდება თხევადი ფორმა. 
რეკომენდირებულია +15OC-ზე  მაღალი ტემპერატურის წყალში გახსნა, ხოლო, იდეალური შედეგისთვის სასურველია +18-22OC ტემპერატურის არაქლორირებული წყალის გამოყენება. 

დაშვებულია ორგანულ მეურნეობებში გამოსაყენებლად  
 

ბრენდი
Sunbio Naturals
ფასი
20
ქვეყანა
ინდოეთი
ნანახია
693