biotidy

ბიომიქსი


40

აირჩიეთ :

გაზიარება:

მყარი ორგანულ – ბაქტერიული სასუქი „ბიომიქსი“ საქართველოში ორგანული სასუქებისა და ბიოლოგიური პრეპარატების მწარმოებელი კოპანიის, „ბიოაგრო – მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის ცენტრის“ ახალი პროდუქტია.

ბიომიქსი მრავალკომპონენტიანი, მშრალი ორგანული სასუქია, რომელიც მზადდება სპეციალური ფორმულითა და ტექნოლოგით, 100% ბუნებრივი კომპონენტებისგან.

ბიომიქსის გამოყენება შეიძლება ყველა ტიპის ნიადგაში, ყველა კულტურის ქვეშ.

იგი მცენარისთვის საჭირო და აუცილებელი მიკრო და მაკროელემენტების კომპლექსს, ჰუმინისა და ფულვო მჟავებს, ფიტოალექსინებს, ვიტამინებსა და მცენარეთა დაცვის ელემენტებს შეიცავს, ამასთან ერთად სასუქი ტორფითაა გამდიდრებული.

სასუქის  შემადგენლობაში აგრეთვე შედის მიკროორგანიზმების ფართო სპექტრი, როგორიცაა – აზოტოფიქსირებადი, ფიტოსინთეთიკური ბაქტერიები, ტრიქოდერმას ჯგუფის სოკოები, მიკორიზული სოკოებისა და სხვა სასრგებლო მიკროორგანიზმების კომპლექსი.

ბიომიქსი ერთადერთი სასუქია ქართულ ბაზარზე, რომელიც მიკორიზული სოკოების კომპლექსს შეიცავს. მიკორიზული სოკოები კი მცენარის განვითარების ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

ყველა მიკროორგანიზმი კომპანია „ბიოაგრო – მცენარეთა ბიოლოგიური ცენტრის“ მიერ არის გამოყოფილი და აპრობირებული.
ბიომიქსი ხელს უწყობს ნიადაგის აგრეგატული მდგომარეობის გაუმჯობესებას და ზრდიან ნაყოფიერებას.


მოკლედ რომ ვთქვათ, ბიომიქსი:
• აუმჯობესებს ნიადაგის აგრეგატულ მდგომარეობას და ზრდისნაყოფიერებას;
• არის აქტიური ბიოსტიმულატორი;
• ხელსუწყობს ნიადაგში სასარგებლო მიკროფლორის განვითარებას;
• ახდენს მცენარეთა დაავადების პრევენციას;
• ზრდის მოსავლიანობას;
• არის  ხარისხიანი და სუფთა მოსავლის მოყვანის საშუალება;
• ყოველი მომდევნო წელი შედეგიანია წინა წელთან შედარებით;
• შედეგიანია როგორც ღია ასევე დახურული გრუნტის პირობებში;
• გამოიყენება ყვავილების, ჩითილების ნიადაგის მომზადების საყრდენ კომპონენტად.

სერტიფიცირებულია 

ბრენდი
ბიოაგრო
ფასი
40
ქვეყანა
საქართველო
ნანახია
648

მსგავსი პროდუქტები