აგროკატენა
9
აირჩიეთ :
დანიშნულება |
ფუნგიციდური მოქმედების ნიადაგის და მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის საშუალება ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების მოსაყვანად |
შემადგენლობა |
BACILLUS SUBTILIS BA |
ტიტრი |
გამოყენება |
ფესვის სიდამპლე, ნაყოფის სიდამპლეები, ქეცი, ატმის ფოთლის სიხუჭუჭე, კლასტეროსპოროზი, ფიტო ფტოროზი, მაკროსპოროზი, რიზოქტოროზი, ფუზარიოზი, ვერტიცილიოზი, პითიოზი, ალტერნარიოზი, პერენოსპოროზი, შავფეხა, ბაქტერიული კიბო, ბაქტერიული დაწვა, ჭრაქი, ნაცარი და სხვა |
კულტურები |
თესლოვანი და კურკოვანი ხეხილი, ვაზი, ბოსტნეული და ბაღჩეული, კენკროვნები, მარცლოვნები, მწვანილები, ძირხვენი და ტექნიკური კულტურები და სხვ. |
დოზირება |
ხეხილი: 8-10 ლიტრი 1 ჰა ფართობზე.
მარცვლოვნები: 5-6 ლიტრი 1 ჰა ფართობზე. კენკროვნები, ბოსტნეული და ბაღჩეული: მწვანილი და სხვ.: ჩითილები: მორწყეთ 2% – იანი სამუშაო ხსნარით, |
უსაფრთხოება |
არ არის ფიტოტოქსიკური. უსაფრთხოა ადამიანისთვის, ცხოველებისთვის, ფრინველებისთვის, ფუტკრებისთვის და სხვა სასარგებლო მწერებისთვის, გარემოსთვის. |
შენახვის ვადა და პირობები |
შეინახეთ მზის სხივებისგან დაცულ ადგილას +4…+10oC ტემპერატურაზე. შენახვის პირობების დაცვის შემთხვევაში ვარგისია დამზადებიდა 6 თვის განმავლობაში |
- ბრენდი
- ბიოაგრო
- ფასი
- 9
- ქვეყანა
- საქართველო
- ნანახია
- 827
მსგავსი პროდუქტები
ბიოკატენა (ბიოლოგიური ფუნგიციდი)
ტრიქოდერმას ჯგუფის სოკოები გამოიყენება როგორც შეიძლება ნიადაგში შეტანით, აგრეთვე ფოთლოვანი შესხურებით მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის საშუალებად. ამ ჯგუფის სოკოები გარდა მცენარეთა დაავადებებთან ბრძოლისა, ეხმარებიან მცენარეს ზრდა-განვითარებაში, საკვები ნივთიერებების ეფექტურად შეთვისებაში, ზრდიან მცენარის გამძლეობას დაავადებების მიმართ და ღებულობენ მონაწილეობას აგროქიმიურად დაბინძურებულ ნიადაგის გაჯანსაღებაში.
დანიშნულება: ფუნგიციდური მოქმედების ნიადაგის და მცენარეთა დაცვის ბიოლოგიური საშუალება.
შემადგენლობა: TRICHODERMA KONINGII B-7 MDI (+ Trichoderma harzianum +Trichoderma viride), ტიტრი 5x 10^9 სპორა/მლ. (ტრიქოდერმას ჯგუფის სოკოები)
დანიშნულება: ფესვის სიდამპლეები, ნაყოფის სიდამპლეები, ქეცი, ატმის ფოთლის სიხუჭუჭე, კლასტეროსპოროზი, ფიტო ფტოროზი, მაკროსპოროზი, რიზოქტოროზი, ფუზარიოზი, ვერტიცილიოზი, პითიოზი, ალტერნარიოზი, პერენოსპოროზი, შავფეხა და სხვ.
კულტურები: თესლოვანი და კურკოვანი ხეხილი, ვაზი, ბოსტნეული და ბაღჩეული, კენკროვნები, მარცლოვნები, მწვანილები, ტექნიკური კულტურები, დეკორატიული მცენარეები, ყვავილები და სხვ.
დოზირება:
ხეხილი: 8-10 ლიტრი 1 ჰა ფართობზე.
მარცვლოვნები: 5-6 ლიტრი 1 ჰა ფართობზე.
კენკროვნები, ბოსტნეული, ბაღჩეული, დეკორატიული მცენარერები, ყვავილები: ღია გრუნტი: 6-8 ლიტრი 1 ჰა ფართობზე. სათბურები: 2 ლიტრი ყოველ 1000 მ2 ფართობზე.
მწვანილი და სხვ.: ღია გრუნტი: 5-6 ლიტრი 1 ჰა. სათბურები: 1- 1,5 ლიტრი ყოველ 1000 მ2 ფართობზე
საჩითილები: ჩითილები მორწყეთ 4%-იანი სამუშაო ნაზავით (თუ იყენებთ მიკორიზას მაშინ დაიცავით 5-7 დღიანი ინტერვალი). გადარგვისას თითოეულ ძირს დაუსხით 50-100 მლ. 2%-იანი სამუშაო ნაზავი.
ნერგები: დარგვის წინ ფესვი დაალბეთ 2%-იან სამუშაო ხსნარში, ხოლო დარგვისას თითოეულ ძირს დაუსხით 3ლ. 2%იანი სამუშაო ნაზავი.
ნიადაგის გაჯანსაღება: მოასხურეთ ფოთოლცვენის შემდეგ - 1 ჰექტარზე 10 ლიტრი.
შეინახეთ მზის სხივებისგან დაცულ ადგილას +4…+10oC ტემპერატურაზე.
შენახვის პირობების დაცვის შემთხვევაში ვარგისია დამზადებიდან 9 თვის განმავლობაში
2%-იანი სამუშაო ნაზავი: პროპორცია - 1 ლიტრი პრეპარატი - 50 ლიტრი წყალი.
4%-იანი სამუშაო ნაზავი: პროპორცია - 1 ლიტრი პრეპარატი გახსენით 25 ლიტრი წყალი.
სერტიფიცირებულია
9